geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პირველკურსელი მაგისტრანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!

მაგისტრანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ, ვინც წარმატებით გადალახა მისაღები ბარიერი ხელშეკრულების გასაფორმებლად 18 სექტემბერს 18:00 საათამდე და 21 სექტემბერს 17:00 საათამდე მობრძანდით პირადი საბუთებით:

 

ა) ფოტოსურათი (3X4) – 2 ცალი;

ბ) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისთვის უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 2026 წლის კურსდამთავრებულთათვის - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე);

გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;

დ) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის/შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის - "CERTUS"-ის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ინგლისური ენა

  • CEFR B2
  • IELTS exam – 5
  • BEC exam and CELS exam – Vantage
  • Cambridge exam – FCE
  • Pritman ESOL International
  • TOEIC – 541
  • TOEFL – 500 (paper - based)
  • 173 (computer - based)
  • 61 (internet - based)

ე) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

 

საბუთები მიიღება 6 კორპუსის N207 მაგისტრატურის განყოფილებაში

თარიღი: 17/09/2026